Privacy Policy
შპს „სიმფლ სთეფს აკადემი“ აფასებს ამ ვებგვერდზე და მისი ქვედომენური დონის საიტებზე (შემდგომში – simplestepsacademy.ge პორტალი) თქვენს ვიზიტს და იმ ინტერესს, რომელსაც ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების მიმართ იჩენთ (შემდგომში – სერვისი ან სერვისები, კონტექსტის შესაბამისად).
simplestepsacademy.ge პორტალზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას (შემდგომში – პოლიტიკა).
თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ simplestepsacademy.ge პორტალის მომდევნო გვერდებით სარგებლობა.
წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ მას გაეცნოთ რეგულარულად.
წინამდებარე პოლიტიკა წარმოადგენს ჩვენი სერვისებით სარგებლობის წესების და პირობების ინტეგრალურ ნაწილს და პოლიტიკაზე სრულად ვრცელდება სარგებლობის წესებისა და პირობების მოქმედება.
რა წარმოადგენს წინამდებარე პოლიტიკის მიზნებს და მოქმედების სფეროს?
პერსონალური მონაცემები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. ხოლო პერსონალური მონაცემების დამუშავება, ამავე კანონის შესაბამისად, განიმარტება, როგორც ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.
წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე და პერსონალურ მონაცემზე, რომელიც თქვენ მიერ simplestepsacademy.ge პორტალის და სერვისების გამოყენების შედეგად მოიპოვება შპს „სიმფლ სთეფს აკადემი“-ს მიერ. პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე პირების იმ ვებგვერდებზე ან/და სერვისებზე, რომლებიც არ არიან შპს „სიმფლ სთეფს აკადემი“-სთან აფილირებული, მაგრამ შესაძლოა ასეთ ვებგვერდებთან ან/და სერვისებთან კავშირი შპს „სიმფლ სთეფს აკადემის“ პორტალის ან სერვისების საშუალებით იყოს შესაძლებელი (შემდგომში – მესამე პირების ვებგვერდები). გთხოვთ გაეცნოთ მესამე პირების ვებგვერდებით ან/და სერვისებით სარგებლობის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, იმდენად, რამდენადაც შპს „ სიმფლ სთეფს აკადემი“ არ არის პასუხისმგებელი და არ აქვს გავლენა არც მესამე პირების ვებგვერდების ან/და სერვისების შემცველ მასალებზე და არც მათი კონფიდენციალურობის დაცვის პრაქტიკაზე.
პოლიტიკა უზრუნველყოფს აუცილებელი ჩარჩო პირობების არსებობას simplestepsacademy.ge-ის მიერ შიდა ან ტრანს-სასაზღვრო მონაცემთა მიმოცვლისთვის. პოლიტიკა უზრუნველყოფს ევროპის კავშირის მონაცემთა დაცვის დირექტივის და ეროვნული კანონმდებლობის მიერ განსაზღვრულ დაცვის ადეკვატურ დონეს მონაცემთა შიდა და ტრანს-სასაზღვრო მიმოცვლის დროს, მათ შორის, იმ ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ არ არსებობს მონაცემთა დაცვისათვის აუცილებელი შიდაეროვნული კანონმდებლობა.
წინამდებარე პოლიტიკის პირობები ექვემდებარება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შპს „სიმფლ სთეფს აკადემი“-სთან თქვენი ურთიერთობის ფარგლებში გაფორმებულ ნებისმიერ დამატებით განაცხადს ან სახელშეკრულებო პირობას, ისეთს, როგორიცაა კონფიდენციალურობის განაცხადი ან შეტყობინება და ნებისმიერი სავალდებულო ძალის მქონე მოქმედი კანონი ან რეგულაცია.
რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?
როდესაც თქვენ სტუმრობთ simplestepsacademy.ge-ის პორტალს ან სერვისებს, ჩვენი სერვერი ავტომატურად იწერს დეტალებს თქვენი ვიზიტის შესახებ (მაგალითად თქვენი IP მისამართი, ვებგვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ, ვიზიტის დროს გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი, simplestepsacademy.ge პორტალის ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც ფაქტობრივად ესტუმრეთ და ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის თარიღი და ხანგრძლივობა.)
დამატებით, ჩვენი ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც გვაწვდით შპს „სიმფლ სთეფს აკადემის“პორტალის ან სერვისების მეშვეობით, მაგალითად როდესაც შეგყავთ პერსონალური მონაცემები (სახელი, სქესი, მისამართი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მოქალაქეობის და ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი), ვებგვერდის სარეგისტრაციო გვერდზე ან მაშინ, როდესაც ჩვენს ვებგვერდზე ტესტის შესავსებად რეგისტრირდებით.
შპს „სიმფლ სთეფს აკადემი“ გამოიყენებს (დაამუშავებს) თქვენს პერსონალურ მონაცემებს:
პორტალის და სერვისების ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის;
კლიენტისა და მომხმარებლის ადმინისტრირებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის;
ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად;
წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებისთვის.
simplestepsacademy.ge იცავს და პატივს სცემს ყველა მოქმედ კანონს და რეგულაციას, რომელიც ჩვენ მიერ პერსონალური ინფორმაციის გამოყენების სფეროს ეხება.
როგორ ვაგროვებთ და ვინახავთ ინფორმაციას თქვენ შესახებ?
შპს „სიმფლ სთეფს აკადემი“ იყენებს ისეთ ტექნოლოგიას, როგორიცაა თეგი (შემდგომში – თრექინგის ტექნოლოგია, მარტივი სარეგისტრაციო ფორმა), იმისთვის, რომ შევაგროვოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია (იხილეთ: რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?) და გავიგოთ, თუ როგორ იყენებენ ვიზიტორები ჩვენს ვებგვერდს.
ხშირ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერით თრექინგის ტექნოლოგიების პოლიტიკის კონტროლი. გთხოვთ, დარწმუნდეთ რომ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერი ასახავს თქვენ სურვილს გსურთ თუ არა, სადაც ეს შესაძლებელია, გაგაფრთხილოთ თრექინგ ტექნოლოგიების და ან მათი მიღების შესახებ. თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის სპეციალურ შესაძლებლობებს და ინსტრუქციებს მათი მოხმარების შესახებ, როგორც წესი, შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის სახელმძღვანელოში ან სექციაში „დახმარება“.
თრექინგ ტექნოლოგიების გამოყენებაზე უარის თქმამ ან მათმა დეაქტივაციამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს შპს „სიმფლ სთეფს აკადემი“- ს პორტალის და სერვისების ან მათი ცალკეული კომპონენტების ხელმისაწვდომობაზე და მათ გამართულ ფუნქციონირებაზე.
რა პრინციპებით ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების და მათი შემდგომი დამუშავების დროს?
სამართლიანობა და კანონიერება
პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს, აუცილებელია დაცული იყოს მონაცემთა სუბიექტის ინდივიდუალური უფლებები. პერსონალური მონაცემები უნდა შეგროვდეს და დამუშავდეს კანონიერად და სამართლიანად.
კონკრეტული მიზნით შეზღუდვა
პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს მხოლოდ იმ მიზნით, რა მიზნისთვისაც მონაცემები შეგროვდა. მონაცემთა დამუშავების მიზნის შემდგომი ცვლილება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და მოითხოვს შესაბამისი საფუძვლების არსებობას.
გამჭვირვალობა
მონაცემთა სუბიექტი უნდა იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ხდება მის შესახებ არსებული მონაცემების მოპყრობა. ზოგადად, პერსონალური მონაცემები უნდა შეგროვდეს უშუალოდ იმ პირისგან, ვისაც ეს მონაცემები ეხება.
განადგურება
პერსონალური მონაცემები, რომელთა დამუშავება სამართლებრივი ან ბიზნეს-პროცესთან დაკავშირებული პერიოდის გასვლის შემდეგ აღარ წარმოადგენს საჭიროებას, უნდა განადგურდეს. ინდივიდუალურ შემთხვევებში, შესაძლოა არსებობდეს მითითება ინტერესებზე, რომლებიც საჭიროებს შემდგომ დაცვას ან მონაცემების ისტორიულ მნიშვნელობაზე. ასეთ შემთხვევებში, მონაცემები უნდა იქნეს დაცული მანამ, სანამ არსებობს ასეთი მონაცემების დაცვის სამართლებრივი ინტერესი.
ფაქტობრივი სიზუსტე, უახლესი მონაცემები
დაცული პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ზუსტი, სრული და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული. არაზუსტი ან არასრული მონაცემები ნადგურდება და არ საჭიროებს რაიმე სახის შესწორება, დამტკიცებას ან განახლებას.
კონფიდენციალურობა და მონაცემთა უსაფრთხოება
პერსონალური მონაცემები ექვემდებარება მონაცემთა საიდუმლოებას. აუცილებელია, პერსონალურ მონაცემებთან ინდივიდუალურ დონეზე კონფიდენციალური მოპყრობა და მათი დაცვა შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების გამოყენებით, რომლებიც გამორიცხავენ მონაცემებზე უნებართვო წვდომას, უკანონო დამუშავებას ან გავრცელებას, ასევე, შემთხვევით დაკარგვას, ცვლილებას ან განადგურებას.
ვის გადავცემთ შპს „სიმფლ სთეფს აკადემი“-ს პორტალზე და სერვისებზე თქვენზე შეგროვებულ ინფორმაციას?
როდესაც ვახდენთ პერსონალური მონაცემების საერთაშორისო ტრანსფერს, ჩვენ ვრწმუნდებით ვართ თუ არა მოქმედ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში, მაგალითად, ვაფორმებთ შესაბამის ხელშეკრულებებს იმ პირებთან, რომლებიც თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენგან იღებენ, რათა მათ უზრუნველყონ ამ მონაცემების ადეკვატური დაცვა.
ასევე, ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული გაიდლაინის საფუძველზე და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე.
უსაფრთხოების რა ზომები დავნერგეთ შპს „სიმფლ სთეფს აკადემი“-ს პორტალის და სერვისების მეშვეობით მოპოვებული თქვენი ინფორმაციის დასაცავად?
შპს „სიმფლ სთეფს აკადემი“-მ მოახდინა ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომის იმპლემენტაცია, იმისათვის, რომ შპს „სიმფლ სთეფს აკადემი“-ს პორტალზე და სერვისების მეშვეობით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.
როგორ ვექცევით ჩვენ მიერ და ჩვენთვის გაგზავნილ ელექტრონულ შეტყობინებებს?
შპს „სიმფლ სთეფს აკადემი“-ს მიერ და შპს „სიმფლ სთეფს აკადემი“-სთვის გაგზავნილ ყველა ელექტრონულ შეტყობინებას ჩვენ ავტომატურად ვინახავთ სპეციალური ელექტრონული ჟურნალის სისტემაში, რომელიც ინახავს შეტყობინებების მტკიცებულებით წონას. მათ ჩვენ ვიცავთ გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების გამოყენებით და მათთან წვდომა დასაშვებია მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში, მოქმედი კანონმდებლობის და რეგულაციების ზედმიწევნითი დაცვით (მაგალითად სასამართლოს განჩინება, დანაშაულის ჩადენის ეჭვი, რეგულატორული ვალდებულებების დარღვევა, შრომითი ხელშეკრულების არსებითი დარღვევა) სპეციალური ფუნქციებით აღჭურვილი კონკრეტული პიროვნებების მიერ (მაგალითად სამართლებრივი, შესაბამისობის ან რისკების სამსახური). პროცესის ყოველი ნაბიჯი, მათ შორის გამოყენებული ძებნის კრიტერიუმები, შეიყვანება სპეციალურ აუდიტორულ ველში. ყველა შეტყობინება ნადგურდება მას შემდეგ, რაც ამოიწურება მათი შენახვისთვის განსაზღვრული პერიოდი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე იმ ეტაპზე, როდესაც ეს ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით შპს „სიმფლ სთეფს აკადემი“-სთვის გადაცემის მდგომარეობაში იმყოფება. იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა, გვსურს, შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ, შპს „სიმფლ სთეფს აკადემი“-სთან კომუნიკაციისათვის აირჩიოთ ის მეთოდი, რომელსაც შესაფერისად მიიჩნევთ.
როგორ შეგიძლიათ თქვენ პერსონალური მონაცემებზე წვდომა ან მათი გაცნობა?
მოქმედი კანონმდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული წესით, თქვენ შეგიძლიათ:
გადაამოწმოთ ვინახავთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს;
გვთხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლის გადმოცემა;
მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალურ მონაცემებში უსწორობის აღმოფხვრა;
მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა.
თუ ჯგუფში ადგილების რაოდენობა მოცემული მომენტისთვის ამოწურულია, ან დაანონსებული ჯგუფი კონკრეტული მიზეზის გამო ვერ დაიწყება დაანონსებულ დროს, Simple Steps Academy-ს თანამშრომელი უკავშირდება მომსახურებით მოსარგებლეს, სთავაზობს იგივე კურსის ახალ ჯგუფში რეგისტრაციის შესაძლო ვადას, ან უბრუნებს ფულს მომსახურებით მოსარგებლეს. ფული დაბრუნება მოხდება ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით simplestepsacademy.ge-ის ერთიანი ანგარიშის რეგისტრაციის დროს გამოყენებული თქვენი ელფოსტის მისამათის მითითებით – info@simplestepsacademy.ge