ჩვენ შესახებ
ციფრული მარკეტინგის შემსწავლელი კურსების აკადემია და META – ოფიციალური საგამოცდო ცენტრი საქართველოში
Simple Steps Academy აუდიტორიაზე მორგებული საგანმანათლებლო სტრუქტურა, მოიცავს ტრენინგებისა და მასტერკლასების ყველაზე ფართო სპექტრს ციფრულ სამყაროში. ძირითადი და მოწვეული ლექტორები, სტუდენტებს ყოველდღიური სამუშაო პროცესიდან უზიარებენ რეალურ ქეისებსა და ტენდენციებს, რაც კარიერული წინსვლისთვის საჭირო ხედვებისა და უნარების განვითარებაში ეხმარებათ.
დღეს ნებისმიერი ბიზნესისა თუ ინდივიდისთვის წარმატების მისაღწევად აუცილებელია ციფრულ ტექნოლოგიაზე ოპტიმიზირებულ სტრატეგიასა თუ სტრუქტურასთან ადაპტირება. ციფრულ ეკოსისტემაზე მორგებულ, კომფორტულ გარემოში შეხვდები ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ხედვებსა და უნიკალურ მიდგომებს გაგიზიარებენ, რაც სასურველი კარიერული ეტაპების მიღწევაში დაგეხმარება
წარმატებული კურსდამთავრებული სტუდენტი
მეტას ოფიციალური სერტიფიკატის მფლობელი
პირველი მეტას ლიცენზირებული საგამოცდო ცენტრი საქართველოში
ისტორია
ციფრული მარკეტინგის შემსწავლელი კურსების აკადემია და META – ოფიციალური საგამოცდო ცენტრი საქართველოში – 𝐒𝐢𝐦𝐩𝐥𝐞 𝐒𝐭𝐞𝐩𝐬 𝐀𝐜𝐚𝐝𝐞𝐦𝐲 2024 წლიდან იკავებს ადგილს ქართულ ბაზარზე. აკადემია დაფუძნებულია წარმატებული ლექტორების – ალექსანდრე ჩომახიძის, ნიკა იორდანიშვილისა და თამაზ სულთანოვის მიერ. ისინი წლების მანძილზე აქტიურად ატარებდნენ ინდივიდუალურ კურსებს ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, ხოლო 2024 წელს, საერთო პროექტის ფარგლებში გაერთიანდნენ.
𝐒𝐢𝐦𝐩𝐥𝐞 𝐒𝐭𝐞𝐩𝐬 𝐀𝐜𝐚𝐝𝐞𝐦𝐲– ის პირველი სასწავლო პროგრამაც სწორედ ციფრული მარკეტინგის საბაზისო კურსს წარმოადგენდა. ძალიან მალე, გაჩნდა ახალი კურსები, რომლებიც ჩვენს სტუდენტებს საშუალებას აძლევს, რომ კიდევ უფრო გაიმყარონ ცოდნა სასურველი მიმართულებით ციფრული მარკეტინგის სამყაროში.